ახალი ამბები
საქართველო მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ეროვნულ სტრატეგიას შეიმუშავებს

სტრატეგიას შეიმუშავებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.


მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სამომავლო სტრატეგიისა და პოლიტიკის შესახებ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა მიმართეს. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია ხელს შეუწყობს ქვეყანას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებაში.

ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ინიციატივის გამოცდილება „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად უსაფრთხო ურბანული ტრანსპორტის შემოღებას ბათუმში.

სტრატეგიის შემუშავება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და ჰოლანდიურ ორგანიზაციასთან “MOVE Mobility” თანამშრომლობით განხორციელდება.

 

lovehub
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.