გარემოს დაცვა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს პაატა ბატიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე უკანონო ნადირობის, თევზჭერის, წიაღით სარგებლობის გამო რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გარემოსდაცვითი კონტროლის სტრატეგიული მიმართულებების განვითარებაზე, ასევე გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციული დარღვევების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე და უკანონოდ მითვისებული რესურსების კონფისკაციაზე.

შეხვედრაზე განიხილეს უკანონო ნადირობის, თევზჭერის, წიაღით სარგებლობის გამოვლენილი კონკრეტული ფაქტები და მათი თავიდან აცილების მიზნით, დასახეს ცვლილებები დღეს მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციების გამკაცრების კუთხით.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.