გარემოს დაცვა
განახლებული ბილიკი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

ბილიკის გახსნასთან დაკავშირებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში აქტივობა მოეწყო. ბორჯომის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორადი მოხმარების მასალებისგან ნივთები დაამზადეს.

უახლოეს დღეებში მოხდება ნამუშევრების ელექტრონული მისალოცი ბარათების სახით დონორებთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებთან გადაგზავნა.
ბუნების შემეცნებითი ბილიკი ძირითადად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ბილიკზე მოეწყო საპიკნიკე, დასასვენებელი ადგილები და ამფითეატრი. ბილიკის გასწვრივ განთავსებულია საინტერპრეტაციო დაფები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას დაცული ტერიტორიების, ფლორის, ფაუნის, ბიომრავალფეროვნების, ასევე ქცევის წესების შესახებ. ბილიკზე განთავსებულია ინტერაქტიული ინსტალაციები მცენარეების და ცხოველების შესახებ,ასევე შემეცნებითი ბილიკი. ბილიკის გასწვრივ არის ასევე სასკოლო დაფები ეკო-გაკვეთილის ჩასატარებლად.
აღნიშნული ბილიკის რეკონსტრუქცია მოხდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) –ის ფინანსური დახმარებით.


 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.