გარემოს დაცვა
ბაკურიანში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბაკურიანის სატყეო უბანზე, მავნებლით დაზიანებული ფართობიდან ხმელი და დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრების და გამოტანის სამუშაოები მიმდინარეობს.

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3 000-მდე ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და დაჭერილი მწერების განადგურება ხდება.

„დაბა ბაკურიანი საკურორტო ზონას წარმოადგენს და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების, ასევე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების მომდევნო წლებშიც განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მავნე მწერის რიცხოვნობა და ნაძვნარის ხმობის ინტენსივობა მკვეთრად შემცირებულია“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭაჭიაშვილმა.

მბეჭდავი ქერქიჭამია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და დიდი ზიანი მოუტანა ნაძვნარ კორომებს. ხმობის ინტენსივობის მომატება 2011 წლიდან დაფიქსირდა. ბრძოლის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტო 26 000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.