ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ოთხი ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოავლინეს.


ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 209,624 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის 44,904 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 164,72 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც დასაწყობდა ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში”.


რეგიონების მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან, 15 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - ქვემო ქართლის, 18 - შიდა ქართლის, 4 - სამცხე-ჯავახეთის, 6 - იმერეთის, ხოლო 2 - სამართალდარღვევა გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.


სამართალდამრღვევათა მიმართ შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.