ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო
გამოავლინეს.
არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები მოქალაქეებს
სამეგრელოში, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში, საკარმიდამო ეზოში, მიწის
ნაკვეთსა და ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში გამოვლენილი უკანონო
სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 6
ერთეული ნაძვის სახეობის მორი და 8 კუბური მეტრი მოცულობის
ფიცარი.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.