გარემოს დაცვა
ბორჯომსა და ბაკურიანში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2 ფაქტი დაბა ბაკურიანში, 4 ფაქტი კი ადიგენის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი.

,,დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2 ფაქტი დაბა ბაკურიანში, 4 ფაქტი კი ადიგენის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი.

ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბა ბაკურიანში მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი) და ფოთლოვანი (წიფელი) სახეობების - ჯამში 15 კუბური მეტრი ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეს, ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა 3.8 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის (ფიჭვი) საშეშე მერქანი. გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ხე-ტყე არ იყო მოპოვებული ავტომანქანის მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული სატყეო უბნის კვარტალში.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა." აღნიშნავენ უწყებაში


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.