ჯანდაცვა
ვერტმფრენის წყალში ჩავარდნის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოდან მალე გაეწერებიან
ბორჯომის ხეობაში, ვერტმფრენის წყალში ჩავარდნის შედეგად დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკიდან უახლოეს საათებში ბინაზე გაეწერებიან , - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დაშავებულებს მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ. შესაბამისად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი უახლოეს საათებში გაეწერებიან.

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი „მი 8“ დილით, წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა. აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print