რუსეთი, ინფიცირებულთა რიცხვით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა
რუსეთში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება. დღეს, ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა,   11 ათასს გადააჭარბა. სულ, რუსეთში კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 177 ათასს გადააჭარბა. ამ მონაცემებით, იგი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა ამერიკის, ესპანეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. ამ მონაცემებით მან უკვე გადაასწრო თურქეთს, საფრანგეთსა და გერმანიას.
რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, https://www.worldometers.info/coronavirus/ -ის მონაცემებით, ამჯერად რუსეთის სტაციონარებში კორონა ვირუსით ინფიცირებული 151732 პაციენტი რჩება, ამ მონაცემებით იგი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, კორორონავირუსის შემთხვევებმა იქ უკვე საგრძნობლად იკლო და იმატა გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ.

Print