შემთხვევა
ბრაკონიერობის შემთხვევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალის უფროსმა დღეს დაჭრილი შველი იპოვნა. ბრაკონიერობის შემთხვევა, ჩითახევის ტერიტორიაზე ტყეში დაფიქსირდა. რევაზ ქიმაძის განცხადებით, შველი ფეხის არეში, სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
Print