საზოგადოება
რა მომსახურებები გაძვირდა ყველაზე მეტად საქართველოში
2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.

რა მომსახურებები გაძვირდა დეკემბერში ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში. ჩამონათვალი ასეთია:

ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 54.4%-ით გაძვირდა;

მეტროპოლიტენით მგზავრობა - 31.4%-ით გაძვირდა;

ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 29.7%-ით გაძვირდა;

საბანკო მომსახურების ღირებულება - 26.3%-ით გაძვირდა;

მღებავის მომსახურება - 21.1%-ით გაძვირდა;

დასწრება სპექტაკლზე - 17.4%-ით გაძვირდა;

დასწრება კინოსეანსზე - 16.4%-ით გაძვირდა;

სანტექნიკოსის მომსახურება - 14.5%-ით გაძვი
რდა;
სპორტული წრის გადასახდელი - 14.1%-ით გაძვირდა;

ნაგვის გატანის გადასახდელი - 13.7%-ით გაძვირდა.




წყარო: bpn
Print