საზოგადოება
ზურაბ დოიჯაშვილი, მიხეილ თვაური,სოსო მღებრიშვილი - ბორჯომში სკვერებს სახელები ეწოდა
ზურაბ დოიჯაშვილის სახელი ეწოდა სკვერს ახალ უბანში. გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე არსებულ სკვერს ცნობილი ბორჯომელი მომღერლის სახელი, ბორჯომის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა.

25 მატრს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს რუსთაველის ქუჩაზე და დაბა წაღვერში არსებული სკვერებისთვის ცნობილი ბორჯომელების სახელის მინიჭებას.

რუსთაველის ქუჩაზე 2021 წელს რეაბილიტირებულ სკვერს, ბორჯომელი ექიმის, მიხეილ თვაურის სახელი ეწოდა.

დღეიდან ქართველი მეომრის, სოსო მღებრიშვილის სახელს ატარებს სკვერი დაბა წაღვერის ცენტრში.











Print