მოუწესრიგებელი საფეხბურთო მოედანი და დაშავებული ბავშვი ბაკურიანში
12:58 / 31.08.2018
ბაკურიანში, ამირანის პარკის მიმდებარედ, მოძველებულ საფეხბურთო
მოედანზე ერთ-ერთი დამსვენებელი დაშავდა. 9 წლის თომა შარაშენიძე
აღნიშნულ ტერიტორიაზე თამაშობდა, რა დროსაც რკინის კარი გადაბრუნდა და
ბავშვი ბადეში მოჰყვა.
დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული. ექიმების
თქმით, მსგავსი მიზეზით საავადმყოფოს აქამდე სხვა პაციენტმაც მიმართა.
ოჯახის ახლობლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა
ტერიტორიის მეპატრონის ვინაობა მათთვის უცნობია. შსს-მ მომხდარზე
გამოძიება სსკ 124-ე მუხლით დაიწყო.