ახალი ამბები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ლევან თაბუნიძე აღარ ხელმძღვანელობს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ლევან თაბუნიძე აღარ ხელმძღვანელობს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დირექტორის თანამდებობა თაბუნიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მის მოვალეობას ამჟამად დაცვის განყოფილების უფროსი ივანე კუპრაძე ასრულებს. შეგახსენებთ, ლევან თაბუნიძე ეროვნულ პარკში 14 წელი მუშაობდა, აქედან ბოლო 7 წლის განმავლობაში დირექტორის პოზიციაზე იყო. რატომ დატოვა ეროვნული პარკის დირექტორის თანამდებობა ლევან თაბუნიძემ, ამ თემაზე მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
Print