ახალი ამბები
ბორჯომს 250 ახალი ნაგვის ურნა დაემატა
ბორჯომში ძველი ურნები ახლით ჩანაცვლდება. მთლიანობაში 250 კონტეინერი განთავსდება. თვის ბოლომდე, მუნიციპალიტეტის ყველა უბანსა და სოფელში ნაგვის ურნების განაწილების პროცესი დასრულდება. ახალი თანამედროვე ტიპის კონტეინერები მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფომ შეიძინა. თითოეული მათგანის ღირებულება 500 ევროა.
Print