ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს
"ქართული ოცნების" დელეგატებმა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნულ პოსტზე მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
მმართველი პარტიის რიგით მეხუთე ყრილობას, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ყოფილი და მოქმედი დეპუტატები, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ესწრებიან.
პარტიამ ასევე დააამტკიცა ახალი პოლიტსაბჭო.
Print