ახალი ამბები
შვედი ექსპერტები ბორჯომში, პლატოს ტყის მდგომარეობას გაეცნენ
საქართველოში სატყეო სექტორის გაცნობის მიზნით, შვედი ექსპერტები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ერვონული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის ხეობას ეწვივნენ, სადაც ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლა-აღდგენის საკითხებს ადგილზე გაეცნენ.
შვედმა კოლეგებმა ქართული მხარისგან დარგში მიმდინარე პროცესებსა დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიიღეს. ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მხრეები ტყის სექტორის მდგრადი მართვის მიმართულებით გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ.


Print