ახალი ამბები
ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით მოსახლეობას სამინისტროები აფრთხილებენ
ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით ნარჩენების დაწვა მოსახლეობის დაჯარიმებას გამოიწვევს, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ავრცელებენ.
ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.
"საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. "ჭიაკოკონობა" იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, რაც ქალაქებსა და რეგიონებში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

Print