შეშის ახალი ალტერნატივა საქართველოში - CENN-ის ტრენინგი ბორჯომში
19:42 / 03.04.2018
რა ალტერნატივა არსებობს საშეშე მერქნის ჩასანაცვლებლად, ამ თემაზე
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში, CENN-ის ორგანიზებით ტრენინგი
გაიმართა.
კომპანია KERA რომელიც 2 წელია საქართველოს ბაზარზე მუშაობს, ბიომასის
ბრიკეტებს აწარმოებს და ამჟამად ზუგდიდში, სამტრედიასა და კახეთში 3
ქარხანას ფლობს. უახლოეს პერიოდში იგეგმება სამცხე-ჯავახეთსა და კიდევ
2 რეგიონში მსგავსი ქარხნების აშენება. ბრიკეტები, რომელიც შეშის
ალტერნატიული საშუალებაა, გარემოს ზიანს არ აყენებს, არის
ენერგოეფექტური და ფინანსურად ხელმისაწვდომი.