უფასო სამედიცინო გამოკვლევებისა და კონსულტაციებისთვის, ბორჯომში
სხვადასხვა პროფილის 30 ექიმი ჩამოვიდა.
ესენი იყვნენ: კარდიოლოგი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი, სისხლძარღვთა
ქირურგი, ალერგოლოგი, ექოსკოპისტი, ზოგადი ქირურგი, ოფთალმოლოგი,
მამოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი, ვერტებროლოგი, ტრავმატოლოგი,
პედიატრი, რენტგენოლოგი. სამედიცინო მომსახურება მათ ერთი დღის
განმავლობაში 500-მდე პაციენტს გაუწიეს. საქველმოქმედო აქცია "ქართული
ოცნება ჯანმრთელი მომავალი"-ს ორგანიზებით, ადგილობრივი და ცენტრალური
ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა. სამომავლოდ იგეგმება, უფასო
სამედიცინო აქციის ჩატარება ბავშვებისთვის.
EuroModels.ch