ახალი ამბები
1000-მდე საჯარო სკოლა შეშით მომარაგდება
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ათასამდე საჯარო სკოლა 28 000 კუბური მეტრი საშეშე მერქნით მომარაგდა. აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ხელშწყობას, არამედ, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვასაც შეუწყობს ხელს, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. 2018 წელს დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით მომარაგებაც, რისთვისაც ოქტომბრის თვეში გამოცხადდა ელექრონული ტენდერი თვითმცლელი სატვირთო მანქანების შესყიდვის თაობაზე, რის შედეგადაც ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სამი ერთეული „ IVECO ASTRA” მანქანა შეიძინა.


Print