ახალი ამბები
ახლადრეაბილიტირებული ბაღი წყალმა ჩამორეცხა
დღეს დილით ბორჯომის პირველ ბაღში მისულ თანამშრომლებს სასმელი წყლის მილი გამსკდარი, ბაღის ორი სართული კი ჩამორეცხილი დახვდათ. პირველ ბაღს სრული რეაბილიტაცია ბოლო 4 თვის განმავლობაში უტარდებოდა და 16 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო. როგორც თანამშრომლები ამბობენ მილი მეორე სართულზე სამრეცხაოში გასკდა და ფაქტობრივად ბაღის ნახევარი თავიდან სარემონტო გახადა. დაზიანებულია ორი სართულის იატაკი, ჩამორეცხილია კედლები და ინვენტარი.

რა გახდა მილის გახეთქვის მიზეზი? უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თუ უხარისხო მასალები? თემაზე ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი მუშაობს და დეტალებს აზუსტებს.


Print