ახალი ამბები
ბორჯომის ტყეში ბენზინის ავზი იპოვეს
ბორჯომის ტყეში  20 ლიტრიანი ბენზინის ავზი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა რეაგირება ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზეც.
ბორჯომის ტყეში ბიდონის პოვნის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი წერს : "დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა. შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში".


Print