ახალი ამბები
ბორჯომში ახალი გარემოსდაცვითი პროექტი იწყება
ტელეკომპანია "ბორჯომი" კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, სახელწოდებით "ბორჯომი-ყველაზე სუფთა და ლამაზი". პროექტის მიზანია ნარჩენების დახარისხების პოპულარიზაცია ბორჯომში.პროექტის პრეზენტაცია ტელევიზიის ოფისში გაიმართა,დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
თუ ხარ 14-დან 20 წლამდე ახალგაზრდა,გაქვს სურვილი ჩაერთო პროექტში,გაიარო ტრენინგები,გაიღრმავო ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებზე,დაგეგმო და განახორციელო სოციალური აქტივობები,იზრუნო და შეინარჩუნო სუფთა გარემო შენს ქალაქში,დაგვიკავშირდი ტელეკომპანია ბორჯომის ოფისში,შეავსე აპლიკაცია,გახდი ბუნების გულშემატკივარი და დაგეგმე ზაფხული საინტერესოდ.
Print