საგანმანათლებლო ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
16:40 / 21.03.2017
ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა ბორჯომშიც. ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ ბორჯომელი მოსწავლეებისთვის
საგანმანათლებლო ტური მოაწყო.
განახლებულ 3 კილომეტრიან ბილიკზე დაინტერესებულ მოსწავლეებს პარკის
წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და მათთვის საინტერესო ინფორმაცია
გააცნეს. ამის შემდეგ კი ბილიკზე მოწყობილ ამფითეატრში ჩატარდა
მხიარული ვიქტორინა.