ახალი ამბები
"ნუ დაანთებთ კოცონს" - ბორჯომის მერი მოსახლეობას მიმართავს
ადგილობრივი მოსახლეობა ზაფხულ - შემოდგომის პერიოდში სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყეში მოიპოვებს სოკოს, სამკურნალო მცენარეებს, ტყის სხვა პროდუქტებს, აძოვებს პირუტყვს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ხშირად ანთებენ ცეცხლს სარეველა ბალახის გაწმენდის მიზნით, რის შედეგადაც არსებობს ტყის მასივებში ხანძრის გაჩენის საშიშროება. ტყეში, ზაფხულის ცხელ დღეებში ხაძრის წარმოშობის ძირითადი მიზეზი არის ადამიანის დაუდევრობა, ხოლო, გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობა არის შედარებით რთული. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
Print