გამწვანების აქცია ფოკაში, წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტეროტორიაზე
10:38 / 22.05.2023
22 მაისი ბიომრავალფეროვნების
საერთაშორისო დღეა.
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული
სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკას წმ. ნინოს სახელობის მამათა
მონასტრის მიმდებარე ტეროტორიაზე, დარგვის აქცია გაიმართა. აქციაში
მონაწილეობა, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან
ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული სასწავლებლის
„ოპიზარი“ სატყეო საქმის სტუდენტებმა მიიღეს.
აქციის ფარგლებში, მონასტრის ტერიტორიაზე 100-მდე წიწვოვანი სახეობის
ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც სასულიერო პირები და მრევლი
იზრუნებს.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა
ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.