ახალი ამბები
ივნისში, სამცხე-ჯავახეთში, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 375,289 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 67,871 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 307,418 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს საქმიან ეზოებში დასაწყობდა.

ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 15 ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 8 გამოვლენილია შიდა ქართლის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - იმერეთის, 1 - გურიის, ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია; ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.
Print