ახალი ამბები
რატომ მოიჭრა ბორჯომის ცენტრში მრავალწლიანი ხეები
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის წინ არსებული რამდენიმე ხე მოიჭრა. აღნიშნულის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ ხეების მოჭრის თხოვნით მათ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. სამომავლოდ აღნიშნული ტერიტორიის კვლავ გამწვანება იგეგმება.
Print