კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს
ინიციატივით, წლების წინ ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაწყებული ტყის
აღდგენა-განახლების პროექტი, COVID19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ
რეჟიმში გრძელდება.საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში,
პლატოს ტერიტორიას, კიდევ 2000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა.
ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტს, IDS ბორჯომი საქართველო უკვე მეხუთე
წელია ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
ამ დრომდე, კომპანიამ პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი ფარგლებში, 4
ჰექტარი მიწის ფართობი აღადგინა და 17 000-ზე მეტი ნერგი დარგო. IDS
ბორჯომი საქართველოს მიზანი, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის
გაუმჯობესება და ტყის საფარის ეფექტური აღდგენაა.