ახალი ამბები
ბორჯომის მერიამ ,,ჯეოჰოსპიტალსა“ და სასწრაფოს ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატები გადასცა
ბორჯომის მერიამ „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ჟანგბადის კონცენტრატორები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად გადასცა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პანდემიის პირველი ტალღის დროს, მოქალაქეების დასახმარებლად მათ 8 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინეს.


Print