ბიზნესი მდგრადობისთვის
სტრატეგიული ფილანტროპია
საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონცეფცია სულ უფრო ძლიერდება. წამყვანი ქართული კომპანიები სულ უფრო მეტად ცდილობენ მდგრადი მიდგომების ინტეგრირებას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. თუმცა, ფილანტროპია კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ სოციალურ პასუხისმგებლობის აქტივობად საქართველოში.

ზოგადად, ქართული კომპანიები გამოირჩევიან ქველმოქმედების დიდი მაჩვენებლით. აღნიშნული მიდგომა სათავეს იღებს ქართული კულტურიდან და რელიგიური ტრადიციებიდან.

თუმცა, ძირითადად, კომპანიების საქველმოქმედო ხარჯები სპონტანურია და პასუხობს იმ მომენტისთვის მოწყვლადი ჯგუფების გადაუდებელ საჭიროებებს, შესაბამისად, არ არის კარგად დაგეგმილი და არ აქვს გააზრებული სოციალური მიზნები.

სოციალური მიზნების გააზრება გულისხმობს როგორც სოციალური ზეგავლენების, ასევე ბიზნესის სარგებლის შეფასებას, რომელიც შესაძლებელია მიღწეული იყოს კარგად დაგეგმილი ფილანტროპიული პროგრამებით.

“სტრატეგიული ფილანტროპია” გულისხმობს თანხების გაცემას ეფექტურად. ეს არის ქველმოქმედება, რომელსაც აქვს განსაზღვრული სტრატეგია და რომელიც მიზნად ისახავს წვლილის შეტანას დიდ მიზანში, დაკავშირებულია ბიზნესის საქმიანობასთან და მოაქვს დადებითი შედეგები როგორც კომპანიისთვის, ასევე აგვარებს სოციალურ/გარემო პრობლემას.

მიუხედავად იმისა, რომ სტარტეგიული ფილანტროპია მოითხოვს დროსა და რესურსებს, ისინი, ვინც ამ მიდგომით ეწევიან ქველმოქმედებას უფრო ხშირად აღწევენ დასახულ მიზნებს. გონივრულად დაგეგმილმა ფილანტროპიული პროგრამის მეშვეობით კომპანია მიაღწევს უფრო ხელშესახებ სოციალურ შედეგებს.

ბოლო წლებში შეინიშნება, რომ ქართული კომპანიები უფრო სტრატეგიულად უდგებიან ფილანტროპიას. თუმცა, მაინც შეიმჩნევა გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობა სტრატეგიული ფილანტროპიისა და შედეგების გაზომვის მიმართულებით: კომპანიების უმეტესობა არ ზომავს და არ აკვირდება იმ შედეგებს, რომლებიც გამოწვეულია მათი ქველმოქმედებიდან გამომდინარე. ზოგადად, სოციალური ზეგავლენების გაზომვის პრაქტიკა ძალიან დაბალია საქართველოში.


რა დადებითი შედეგები მოაქვს სტრატეგიულ ფილანტროპიას?


სტრატეგიულ ფილანტროპიასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი სარგებელი არის იმიჯისა და რეპუტაციის გაძლიერება. მას შემდეგ, რაც კერძო სექტორი დაიწყებს თანამშრომლობას სამოქალაქო ორგანიზაციასთან, ეს აუცილებლად გახდება ინტერესის საგანი და მოჰყვება გაშუქება. ამ გზით თქვენი კომპანიის შესახებ გაიგებს ძალიან ბევრი ადამიანი და უფრო მჭიდროდ დაგაკავშირებენ იმ სოციალურ თუ ეკოლოგიურ საკითხთან, რომელზეც გაქვთ პასუხისმგებლობა აღებული.

სტრატეგიული ფილანტროპია დადებითად აისახება ასევე თანამშრომლების მოტივაციაზე, ზოგ სიტუაციაში სტრატეგიულ ფილანტროპიას ფინანსური მოგებაც კი მოაქვს.

სტრატეგიული ფილანტროპიის კარგი მაგალითია კომპანია კრაისლერის საქმიანობა. თავდაპირველად კრაისლერი აფინანსებდა ყველაფერს, რაც ეხებოდა განათლებას, თუმცა კომპანიამ ბოლო წლებში გადაწყვიტა, რომ შეეცვალა აღნიშნული მიდგომა და დახმარებოდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებდა ტრენინგებს უშუალოდ საავტომობილო ინდუსტრიის მიმართულებით. აღნიშნული ტრენინგები უვითარებს სამსახურის ძიებაში მყოფ პირებს სხვადასხვა უნარებს. ამ დაფინანსებით კომპანია ეხმარება არამხოლოდ განათლების სფეროს, არამედ ზოგავს ფულს შიდა ტრენინგებზე, რადგან მანამდე კრაისლერი ყველა ახალ თანამშრომელს თავისი სახსრებით უტარებდა იმავე ტრენინგებს.



ბლოგი გამოქვეყნდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. შინაარსი სრულად შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.

პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).



წყარო: csrgeorgia.com


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.