მოდა
გვიახლოვდება მამლის წელიწადი
უკვე ბოლო დღეებს ითვლის წითელი მაიმუნი და ახალი წლის მოსვლას მალე ცეცხლისფერი და წითელბიბილოიანი მამამლის ყივილი გვამცნობს. ეს იმის ნიშანია, რომ უკან რჩება სირთულეები და წინ საიმედო ცვლილებები გველოდება.
როგორი იქნება მამლის წელიწადი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებისათვის? ჩინური ჰოროსკოპი გვამცნობს:
ვერძი -
დადგა დრო, როცა ამ ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარი დაუღალავი შრომისგან ნაყოფი მიიღონ. მამლის წელიწადი მათ უფრო მეტ წარმატებას ჰპირდება ვიდრე გასული ორი ურთულესი წელიწადი.

კურო -
ყველა წარუმატებლობა, დაძაბულობა და ამაოება მალე უკან დარჩება. დადგა დრო სიმშვიდის და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებისა. ვარსკვლავები ემოციურ და მატერიალურ ფონზე სიმშვიდის მოპოვებას გპირდებათ.

ტყუპი -
მამლის წელიწადი განსაკუთრებით პოზიტიურია ტყუპებისათვის. წარმატებები, შთაბეჭდილებებით სავსე ცხოვრება -ეს მათთვისაა. ისინი სასწაულის მოწმენიც გახდებიან.

კირჩხიბი -
გაუმჯობესდება კირჩხიბების ცხოვრებაც. ბევრი დარდი, რომელიც გაწუხებდათ გასულ წლებში, უკან დარჩება. კირჩხიბები დასვენებას შეძლებენ.

ლომი -
ნადავლის მოსაპოვებლად ამ ნიშანს, თითქმის არაფრის გაკეთება არ დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეგუებულები არიან ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიონ. ეს ცოტა ცოტა პრობლემებს შეგიქმნით. ბედი ლომს ბევრ გაუთვალისწინებელ მოვლენას ჰპირდება, რასაც ხშირ შემთხვევაში სასურველი შედეგი მოჰყვება.

ქალწული -
დროა საკუთარ გადაწყვეტილებებში წლის საწყისიდანვე მტკიცე იყოთ. ეს სიმტკიცე ქალწულებს დაეხმარება გაუძლოს ყველა გამოცდას, რასაც მამლის წელიწადი ჰპირდება.

სასწორი -
ბედისწერა სასწორს უამრავ შანსს აძლევს, რომ მატერიალურად კიდევ უფრო გამყარდეს, მთავარია შანსები არ გაუშვას. გამოხატოთ სიმტკიცე და დამოუკიდებლობა.

მორიელი -
მორიელს ცვლილებების ქარი ჩამოუქროლებს, სურვილი გაუჩნდება წარსულში დატოვოს ძველი კოლეგები, რუტინული სამსახური და ცხოვრებაზე გარდაქმნების ტალღა გადაატაროს. ცხოვრებაში ცვლილელები ამ ნიშნის მსოფლმხედველობასაც შეცვლის.

მშვილდოსანი -
პრობლემებს გვერდიდან შეხედავენ, არ დანებდებიან და მარტივად გადაჭრის გზებსაც იპოვიან, ამით დროსა და ენერგიასაც დაზოგავენ. ყველა შემთხვევაში ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.

თხის რქა -
ვარსკვლავები გირჩევენ, პრიორიტეტები სწორად გადააფასოთ. ჯერ საკუთარ თავში გაერკვიეთ, გაიგეთ რა გსურთ და მერე უფრო იოლად მიაღწევთ საწადელს.
პრობლემები ძველებურად გლობალური აღარ მოგეჩვენებათ და მშვენიერებას ყველაზე უბრალო საგნებშიც დაინახავთ.

მერწყული -
2017 წელი ყველანაირ ასპექტში, მერწყულის წელიწადად ითვლება. ეს მერწყულის ერა იქნება და მათ გადაწყვეტილებების გამართლების უამრავი შესაძლებლობა მიეცემათ.

თევზები -
2017 წელი ასევე განსაკუთრებული იქნება თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ერთ ადგილას გაყინული აღარ იქნება, რაც თითქმის 10 წელია გრძელდება. ეს იქნება დიდი გამოღვიძება, უსაქმურობის დრო დასრულდება.

ზოგადად, თუკი ვარსკვლავებს ვერწმუნებით, მამლის წელიწადი ზოდიაქოს ყველა ნიშანს სიმშვიდეს და წარმატებებს ჰპირდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.