ეს საინტერესოა
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი პატრონს გამოეპარა და საქართველოში დაბრუნდა
სოციალური ქსელის მომხმარებელი Meri Köfke ფეისბუქის პირად გვერდზე საოცარი ისტორიის შესახებ გვიამბობს წერს რეზონანსი

„საოცარი ისტორია ძაღლზე რომელსაც ადრე სახელად ლომას ეძახდნენ დღეს მისი სახელია "ემიგრანტა"....

ეს საოცარი ძაღლი ქართველმა პატრონმა ერთ თურქზე გააჩუქა ტრაპიზონში...ვერ ვიტყვი რომ ეს უცხოელი ცუდი პიროვნება იყო, წაიყვანა ძაღლი ტრაპიზონში... ძაღლი მთელი გზა ტიროდა. პატრონის გულგრილობამ ალბათ ძალიან ატკინა გული...როცა ტრაპიზონში ჩავიდნენ ძაღლს არაჩვეულებრივი გარემო დახვდა: ეზო ულამაზესი სახლით საკვებით...მაგრამ ძაღლს მთელი დღე პირი არაფერზე დაუკარებია...

მეორე დღეს, როცა პატრონი ეზოში გავიდა ძაღლი აღარსად იყო დაიწყო. ძაღლის ძებნა ,ძველ პატრონსაც კი დაურეკა და უთხრა მთელი გზა ტიროდა, საჭმელს პირი არ დააკარა მთელი დღეო, დღეს დილით გამოვედი და არ დამხვდაო. რამოდენიმე დღე ეძება ტრაპზონში ძაღლი იმ კაცმა მაგრამ უშედეგოდ...

საოცრება კი სწორედ ის არის, რომ როგორც ემიგრანტს უჭირს სხვა ქვეყანაში ყოფნა და დაშორება მისთვის საყვარელ ადამიანებთან, სწორედ იგივე განცდებით განიცადა ამ ძაღლმა მისი ემიგრირება...რამდენიმე დღეში პირველი მეპატრონის სახლთან შუა ღამისას გაისმა ძაღლის ყეფა...პატრონი წამოდგა და ჭიშკართან მისივე გაჩუქებული, მისი გაზრდილი ძაღლი იდგა.მუხლებზე დაიჩოქა და ტირილი დაიწყო პატრონმა, ძაღლი მივიდა და ენით დაულოკა მთელი სხეული, ენით უწმენდდა ცრემლებს მის პატრონს. მას შემდეგ ერთად არიან. უბრალოდ ძაღლს ლომას მაგივრად ეხლა "ემიგრანტას" ეძახის.

ამ ძაღლმა უამრავი კილომეტრი გამოიარა ფეხით ტყე ღრე ვინ იცის რამდენი რამ გადახდა გზად მაგრამ ის მაინც მის პატრონთან მივიდა, პატრონთან, რომელმაც მას უღალატა ,თუმცაღა ამ საქციელით ძაღლმა პატრონს ერთგულება ასწავლა..." - წერს Meri Köfke
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.