ახალციხეში 12 დეკემბერს, ფოკუს ჯგუფების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ახალციხეში, 12 დეკემბერს, 16:00 საათზე, ფოკუს ჯგუფის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. საჯარო განხილვა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგება მისამართზე: ქ. ახალციხე, მანველიშვილის ქუჩა N19.

კვლევა მიზნად ისახავდა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას, უფრო კონკრეტულად, ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის და ჩართულობის მექანიზმების შესწავლას.
ფოკუს ჯგუფები ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ,,სამცხე-ჯავხეთის მედია ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა.

აღნიშული კვლევა „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ (SJMC) პროექტის _ „ღია და ეფექტური მმართველობისათვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) დაფინანსებით ახორციელებს.

Print