სპორტული აქტივობა ტაბაწყურში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში სპორტული აქტივობა მოეწყო.ღონისძიება მხიარული სტარტებით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს  ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები "ელვა" და "ქარიშხალი" დაუპირისპირდნენ ,სახალისო დავალებებმა გამარჯვებული გუნდი "ელვა" გამოავლინა. "მხიარული სტარტების" დასრულების შემდეგ, უფროსკლასელებს შორის ფრენბურთში ტურნირი მოეწყო.სპორტულ აქტივობაში მონაწილეობას მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებიც იღებდნენ.

მხიარული სტარტებსა და ფრენბურთის ტურნირში გამარჯვებული ახალგაზრდები სიგელებით,მედლებით,თასებითა და სპორტული ინვენტარით დაჯილდოვდნენ.

სპორტული აქტივობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მოეწყო.
Print