ახალციხელი მოსწავლეები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
26 მარტს, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს სამინისტროში შეხვდა და სპორტის სამ სახეობაში - მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში წარმატებულ გოგონათა და ვაჟთა თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და ქედის სკოლის გუნდებს მსოფლიო სასკოლო სპორტულ ჩემპონატზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა.

მძლეოსნობაში გამარჯვებული გუნდები საფრანგეთში მიემგზავრებიან, მაგიდის ჩოგბურთში წარმატებულები მალტაზე, ბადმინტონში საუკეთესოები კი ინდოეთში გასამართ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე იასპარეზებენ. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ამირაჯიბი, თბილისის მერიის და ფედერაციის მხარდამჭერის, „ვითიბი ბანკის“ წარმომადგენლები, ასევე სკოლის დირექტორები, მწვრთნელები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

„საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა", საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით წარმატებით ხორციელდება. 2017-18 წლებში სასკოლო ოლიმპიადაში თბილისიდან და რეგიონებიდან 100 ათასამდე მოსწავლე ჩაერთო სპორტის 9 სახეობაში, მიმდინარე სეზონის გამარჯვებული გუნდები კი მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ თებერვალში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე უკვე გაემგზავრნენ ხელბურთისა და ფუტსალის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, ამჯერად კი საერთშორისო სარბიელზე საქართველოს სასკოლო გუნდების მეორე ნაკადი მიემგზავრება.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის მთავარი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მასობრივი ჩართულობის სტიმულირება, სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა და მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი): „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროექტი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ამ პროექტის დახმარებით, სასკოლო ასაკის მოზარდები აქტიურად ერთვებიან სპორტულ ცხოვრებაში, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მთლიანობაში, სასკოლო სპორტის განვითარებას. პირველ რიგში, მსურს მივულოცო გამარჯვებულ გუნდებს და მათ წარმატება ვუსურვო საერთაშორისო ასპარეზზე. სამინისტროში გამართულ შეეხვედრაზე დღეს ჩვენ სპორტის სამ სახეობაში - ბადმინტონში, მძლეოსნობასა და მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვებული გუნდები დავაჯილდოვეთ, საქართველოს დროშები გადავეცით და მსოფლიო ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ გზა დავულოცეთ.“

მძლეოსნობა (გეზრბენი)
2 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით, საფრანგეთში, ქ. პარიზში იმართება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი მძლეოსნობაში (გერბენი). ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ახალციხის N3 საჯარო სკოლის გოგონათა და თბილისის N120 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები. გეზრბენში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ: ავსტრალიის, ანდორის, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩინეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ინგლისის, ინდოეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლუქსემბურგის, მაროკოს, ჰოლანდიის, ახალი ზელანდიის, სლოვაკეთის, ესპანეთის, ყატარის, არაბეთის ემირატების, თურქეთისა და საფრანგეთის სკოლების წარმომადგენლები.
მაგიდის ჩოგბურთი
8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, მალტაში, ქ. ლა ვალეტაში იმართება სასკოლომსოფლიო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში.ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა და თბილისის N90 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები. მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ: ბელგიის, ბულგარეთის, ჩინეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ინდოეთის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ტაივანისა და თურქეთის სკოლების წარმომადგენლები.
ბადმინტონი
19 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, ინდოეთში, ქ. პუნეში იმართება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ბადმინტონში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ქუთაისის N21 საჯარო სკოლის გოგონათა და თბილისის N98 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
ბადმინტონში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ: ბელგიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ინგლისის, საფრანგეთის, ინდოეთის, იტალიის, ტაივანისა და თურქეთის სკოლების წარმომადგენლები.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მუნიციპალური
განვითარების ფონდის მიერ თებერვალში გამოცხადებული ტენდერის
მიხედვით, მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16.6 მლნ ლარი იყო.
მაშინ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარადგინა, თუმცა ის
საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა - სამივე კომპანია ტენდერიდან ტექნიკური
დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცირდა.
12:49 / 26.04.2024
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თებერვალში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16.6 მლნ ლარი იყო. მაშინ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარადგინა, თუმცა ის საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა - სამივე კომპანია ტენდერიდან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცირდა.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში
East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით
16:34 / 21.04.2024
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით
საქართველოს სამთო-სათხილამურო
ჩემპიონატი დასრულდა.
11:06 / 14.04.2024
საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების
თამაშებზე დასასწრებად, ბილეთების შეძენის ინსტრუქციას
აქვეყნებს.
16:39 / 13.04.2024
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრებად, ბილეთების შეძენის ინსტრუქციას აქვეყნებს.
სამენეჯერო სააგენტო
Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების
რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების
10:53 / 10.04.2024
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.