ბორჯომელი მოჭიდავეები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან
ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში, საქართველოს სახელით ბორჯომიდან ორი მოჭიდავე იასპარეზებს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ თემურ ჭკუასელიძემ, 9-11 მარტს ქ.თერჯოლაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და დაიკავა პირველი ადგილი 89 კგ წონით კატეგორიაში, იგი მზადებას შეუდგა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისათვის, რომელიც გაიმართება იტალიასა და ინგლისში.

ასევე, ქ. ოზურგეთში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა საქართველოს პირველობა სადაც ჩემპიონის ტიტული წილად ხვდა ბორჯომელ სპორტსმენს, დიმიტრი ხარაძეს 48 კგ წონით კატეგორიაში, ამჟამად დიმიტრი წვრთვნას გადის ქ.თბილისში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის რომელიც აპრილში, უკრაინაში გაიმართება.
Print