რამდენად უსაფრთხოა მომხმარებლისთვის გენმოდიფიცირებული პროდუქტი
საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შეძენა სუპერმარკეტებსა და ბაზრებში თავისუფლად არის შესაძლებელი. ადგილობრივი მოსახლეობა გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანოდ მიიჩნევს და აცხადებს,რომ ქვეყანაში მსგავსი პროდუქციის შემოტანა უნდა აიკრძალოს.გენური ინჟინერიით შექმნილ საკვებ პროდუქტებს რეკომენდაციას არც მედიკოსები უწევენ,მათი განცხადებით ხელოვნურად შექმნილი საკვები ვიტამინებს არ შეიცავს და სხვადასხვა ტიპის ალერგიას იწვევს.ვინ აკონტროლებს გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების ქვეყანაში შემოტანას და მის ეტიკეტირებას,ნახეთ სიუჟეტში.
Print