ახალი ამბები
საკირის ტყეში ხანძარი ამ დრომდე ლიკვიდირებული არ არის
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები საკირის ტყეში ამ დრომდე გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბუბა ბერიძის განცხადებით , დილიდან ხდება ტექნიკის მობილზება. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობდა.

"ეხლა იწყება ტექნიკის მობილიზება, გაიჭრება გზები, რომ ადვილად მოხდეს ხანძრის კერებამდე მისვლა. იმის გამო, რომ გზა მიუვალი იყო, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მხოლოდ ძალა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, თუმცა ლიკვიდირებული არ არის" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ.

შეგახსენებთ, ცეცხლი საკირის ტყეში, გუშინ, 30 აპრილს, 6 საათისთვის გაჩნდა, რის შემდეგაც მოხდა რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მობილიზება. მეხანძრეები და მეტყევეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.