შემთხვევა
ბორჯომში ავარიის დროს დაშავებული მძღოლი საავადმყოფოში რჩება
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 10 აგვისტოს ბორჯომში. ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ამწე, ჩარხისწყლის ხიდის მიმდებარედ მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მისი ჩაქრობა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად შეძლეს.
მძღოლი სავარაუდოდ რუსთავში მცხოვრები 39 წლის მამაკაცია, რომელმაც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. ის მოტეხილობით ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ავარიის შედეგად მოგლეჯილია გარე განათების ბოძი. დაზიანდა ბუნებრივი აირის მილიც. ცენტრალურ გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
Print