შემთხვევა
ჭაჭარაქში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
დაახლოებით, დღის სამი საათისთვის, ახალციხის მინიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, მსხვერპლით დასრულდა.
თეთრი ფერის ,,გოლფ 4" საწინააღმდეგოდ მიმავალ კამაზის ტიპის სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. არიან დაშავებულებიც. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
,,მეცხრე არხი"–ს ინფორმაციით, სოფელ ჭაჭარაქთან გადაკეტილი საავტომობილო გზა ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

წყარო: ტელეკომპანია მე-9-ე არხი
Print