შემთხვევა
ასპინძაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში დამხვრჩალი მოზარდის ცხედარი ნაპოვნია.
ლ.ი. გამთენიისას საძიებო ჯგუფს შეერთებულმა მყვინთავებმა ნახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მტკიცებით, მყვინთავთა ჯგუფი შეტყობინებიდან მალევე გამოვიდა თბილისიდან, თუმცა საძიებო სამუშოები მათ გამთენიისას დაიწყეს. მოზარდს, მთელი ღამის განმავლობაში, ადგილობრივები რკინის კავებით, ახალციხის სამაშველო ჯგუფთან ერთად ეძებდნენ. გარდაცვლილი ტყუპისცალი ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა. იგი, 7 აგვისტოს, თანატოლებთან ერთად მდინარეში შევიდა, თუმცა მოულოდნელად ადიდებული მდინარის გამო გამოსვლა ვეღარ მოასწრო.

წყარო: ტელეკომპანია მე-9-ე არხი
Print