ახალი ამბები
წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
დაბა წაღვერში, ე.წ. არჯევანიძის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და სავარაუდოდ ხანძრის სრულად ლიკვიდაცია დღის ბოლოსთვის მოხდება.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მაშველები, გარემოს დაცვის თანამშრომლები, მეხანძრეები და ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობდა.

ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში ქრობის პროცესში ჩაერთო 2 ვერტმფრენი.

დღის განმავლობაში ხანძრის ლოკალიზებას ხელს უშლიდა ქარი, ძლიერი სიცხე და მიუდგომელი ტერიტორია, სადაც სახანძრო მანქანების მისვლა ვერ ხერხდებოდა.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით განადგურდა 2 ჰექტარი ტყის მასივი.
Print