შემთხვევა
ხანძრის ჩასაქრობად წაღვერში ვერტმფრენს ელოდებიან
წაღვერის ტყეში, ხანძრის ჩაქრობას ამ წუთებში ადგილობრივი მოსახლეობაც ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა საგანგებო სამსახური. წაღვერში ახლა ვერტმფრენს ელოდებიან. იმის გამო, რომ ტექნიკა ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს, ცეცხლის ჩაქრობა რთულდება.
შსს-ს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადეს, რომ ძლიერი ცეცხლის და რთული გზის გამო, ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაცია ვერტმფრენის გარეშე ვერ ხერხდება.
ფოტოები შემთხვევის ადგილიდან:






















Print