ახალი ამბები
სოფელ ნინოწმინდაში 15 წლის მოზარდმა სავარაუდოდ თავი მოიკლა
დღეს დილით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში 15 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ირწმუნებიან, თვითმკვლელობა კომპიუტერულ თამაშს არ უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print