შემთხვევა
ბორჯომი-თბილისის მატარებლის დაგვიანებული მარშრუტი
ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელმა დღეს, 4 აპრილს დილის 7 საათზე დაგეგმილი მარშრუტი დაგვიანებით შეასრულა. მიზეზი საღებავებით მოხატვა გახდა, რის გამოც მატარებელი სამი საათის დაგვიანებით გავიდა. ვინ დატოვა მატარებელზე წარწერები ჯერ-ჯერობით უცნობია. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მსგავსი ფაქტი ბორჯომში რამდენიმე თვის წინაც მოხდა.


Print