ახალი ამბები
ბორჯომში ჩამოშვავებულმა მიწამ ბუნებრივი აირის მილი დააზიანა
ბორჯომში, სოფელ რველთან, გზის ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოშვავებულმა მიწის მასამ ბუნებრივი აირის მილი დააზიანა. შემთხვავა დღეს დილით მოხდა.
ამ დროისთვის გაზის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია და ბუნებრივი აირი რველის, ბეშეთის, ვარდგინეთის, კორტანეთის და ზანავის მოსახლეობას არ მიეწოდება. "სოკარ ჯორჯია გაზის" ბორჯომის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ბუნებრივი აირის მიწოდება სოფლებს დღეს 17:00 საათისთვის აღუდგებათ.
Print