ახალი ამბები
ცეცხლი რომელიც ბორჯომში სატვირთო მანქანას გაუჩნდა ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი რომელიც ბორჯომში სატვირთო მანქანას გაუჩნდა, უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევა სოფელ დვირის მიმდებარედ მოხდა. მომხდარის გამო, ამ დრომდე შეზღუდულია ბორჯომი-ახალციხის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა.

"ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე არავინ დაშავებულა" - უპასუხეს ტელეკომპანია "ბორჯომს", საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
Print