შემთხვევა
„მშვიდობით დიტო“ - მეგობრები და ახლობლები ბაკურიანში დაღუპულ დიმიტრი გოგოლაძეს ემშვიდობებიან
ბაკურიანში, თოვლის ჩამოშლის შედეგად დაღუპულ დიმიტრი გოგოლაძეს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

"მშვიდობით ჩემო ძმაოო და დიდო იმედოო"
- წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი გოგოლაძის და.

"შენ ხომ ძლიერი ადამიანი იყავი როგორ მოგივიდა, ძალიან დაგვწყიტე გული"

"დიტო უსაყვარლესი პიროვნება, ყველას მეგობარი და მამა იყავი, ყველას გულშემატკივარი და გვერდით მდგომი! შენნაირები ცოტა არიან ამ წყეულ დედამიწაზე და ასე არ უნდა გვტოვებდეთ არ მინდა ამ ყოველივეს დაჯერება და რა ვქნა ... ენა ვერ მიბრუნდება შენზე წარსულში როგორ ვილაპარაკო, როგორ? მშვიდობით ჩვენო უსაყვარლესო მეგობარო"

"ჩვენი დიდი ტკივილი ხარ დიტო. ნუთუ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყოო? მოსაგონრად დაგვიტოვა შენი თბილი სტუმართმასპინძლობა,შეხვედრამდე ძმაოო"


"შენზე ბევრია მოსაყოლი!
ღირსება! შრომისმოყვარეობა! მზრუნველობა! სიყვარულის უნარი! ყველას დიდი იმედი!
მიკვირს ზვავი რომ მოგერია!
ნათელში იქნები! მიყვარხარ "


"კიდევ ერთი, ,,მაგარი" ა დ ა მ ია ნ ი დააკლდა ბაკურიანს.."


48 წლის დიმიტრი გოგოლაძის ცხედარი დღეს, 31 მარტს ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. დიმიტრი გოგოლაძე ციხისჯვრის ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად ბურანით იმყოფებოდა, რა დროსაც მთიდან თოვლის მასა ჩამოიშალა.









Print